პრეზიდენტი მადურო ვენესუელაში სოციალურ ქსელ X-ზე წვდომას 10 დღით ბლოკავს
ხუთშაბათს, ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ახალ სიმაღლეებზე აიყვანა სოციალური მედიის პლატფორმა X-თან და მის მფლობელ, ილონ მასკთან დაძაბულობა – აკრძალა პლატფორმა სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში 10 დღით, – ამის შესახებ REAUTERS-ი წერს.
“ილონ მასკი არის X-ის მფლობელი და თავად დაარღვია სოციალური ქსელის ყველა წესი. X, წადი ვენესუელადან 10 დღით”, – განაცხადა პრეზიდენტმა მადურომ.
მანამდე, მასკმა გამოაქვეყნა პოსტი – “სირცხვილი დიქტატორ მადუროს” – და გამოეხმაურა ვენესუელაში არჩევნების პროცესს. მასკი თვლის, რომ მადურომ არჩევნები გააყალბა.
პრეზიდენტი, თავის მხრივ, მასკს სიძულვილის, სამოქალაქო ომისა და სიკვდილის წაქეზებაში ადანაშაულებს.