რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი: განხორციელდა დრონებით თავდასხმა, შეტევის საფრთხე კვლავ არსებობს

რუსეთის ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი, იგორ არტამონოვი Telegram-ზე წერს, რომ ოლქზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.

“უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი, რის გამოც შეფერხდა ელექტრომომარაგება. ექსპერტებმა უკვე დაიწყეს აღდგენითი სამუშაოები”,- წერს გუბერნატორი.

მისი თქმით, საფრენი აპარატების შეტევის საფრთხე ისევ არის და მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად დაშავებული პირები მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები