ლიპეცკის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ოთხი დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
რუსეთის ლიპეცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გამო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.
ხუტორის, ფედოროვკის, იაკოვლევკისა და ტინკოვკის დასახლებებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
„ლიპეცკის მუნიციპალური ოლქის ტერიტორიაზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა. მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაწყდა დასახლებული პუნქტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია“, – აღნიშნავს ლიპეცკის ოლქის გუბერნატორი იგორ არტამონოვი.
მოგვიანებით გუბერნატორმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო და ადგილობრივ საწარმოებს მოსთხოვა, არ ჩართონ თანამშრომლები სამუშაოებში, ვიდრე განგაში არ შეწყდება.