ტრამპი და ჰარისი 10 სექტემბერს საპრეზიდენტო დებატებს გამართავენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი საპრეზიდენტო დებატებზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, დებატები ტელეკომპანიის ეთერში 10 სექტემბერს გაიმართება.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის მზადაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები