WSJ: შეერთებული შტატები ირანს ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული რისკების შესახებ აფრთხილებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანს ისრაელზე თავდასხმის შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული რისკების შესახებ აფრთხილებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ოფიციალურ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბაიდენის ადმინისტრაცია აწარმოებს ინტენსიურ კამპანიას, რათა ორივე მხარე დეესკალაციისკენ წაახალისოს.

„აშშ-მა ირანს გაუგზავნა მკაფიო მესიჯი, რომ ისრაელის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი საპასუხო თავდასხმის შემთხვევაში, სერიოზული ესკალაციის რისკი ძალიან მაღალია.

ვაშინგტონმა ასევე შეატყობინა თეირანს, რომ რომ ირანის ეკონომიკისა და მისი ახლად არჩეული მთავრობის სტაბილურობისთვის სერიოზული რისკი არსებობს, თუ ის ამ გზით წავა“, – აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები