ზელენსკი: რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი მოიტანა და უნდა იგრძნოს, რაც გააკეთა

რუსეთმა ჩვენს მიწაზე ომი შემოიტანა და უნდა იგრძნოს ის, რაც მან გააკეთა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა თითოეულ მეომარს, ყველა ჯარისკაცს და მეთაურს, რომლებიც უკრაინის პოზიციების დაცვასა და ქვეყნის თავდაცვის ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ.

„მადლობელი ვარ ყოველი მებრძოლის, ყოველი ჯარისკაცისა და მეთაურის, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი, უკრაინული, პოზიციების დაცვასა და ჩვენი თავდაცვის ამოცანების შესრულებას. უკრაინელებს გამოსდით საკუთარი მიზნების მიღწევა. და ჩვენ არ ავირჩიეთ ომში მიზნების მიღწევა. რუსეთმა ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე და უნდა გრძნობდეს, თუ რა გააკეთა. ჩვენ კი ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს მშვიდობიან დროს – სამართლიანი მშვიდობის პირობებში. და ეს მოხდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები