ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის მზადაა, კამალა ჰარისთან დებატები სამჯერ გამართოს.

შეთანხმების შემთხვევაში, დებატები აშშ-ის მთავარი ტელევიზიების ეთერში გაიმართება: 4 სექტემბერს – Fox News-ზე, 10 სექტემბერს NBC-ზე, 24 სექტემბერს კი ABC-ზე.

ტრამპის თქმით, ტელემაუწყებლების ხელმძღვანელები შემოთავაზებაზე თანახმა არიან, თუმცა ის კამალა ჰარისის თანხმობას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები