კურსკის ოლქის რილსკის რაიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რილსკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ანდრეი ბელოუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რეგიონის მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კურსკის რეგიონის ხელმძღვანელობამ რეგიონის სასაზღვრო რაიონებიდან ნებაყოფლობითი ევაკუაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. მოქალაქეებს შეუძლიათ გამოვიდნენ პირადი ტრანსპორტით, ასევე ავტობუსებით, რომლებსაც რილსკის რაიონის ხელმძღვანელობა მიაწვდის“, – წერს ბელოუსოვი Telegram-ზე.
მისივე თქმით, რეგიონის უსაფრთხო რაიონებში სასაზღვრო ტერიტორიებიდან ევაკუირებული მოქალაქეებისთვის დროებითი განლაგების პუნქტებია მოწყობილი.
„უახლოეს დღეებში რილსკის რაიონის ადმინისტრაცია და სხვა ორგანოები იმუშავებენ საგანგებო რეჟიმში“, – ხაზგასმით აღნიშნა ანდრეი ბელოუსოვმა.