კატალონიის ყოფილი ლიდერი ბარსელონაში დაბრუნდა – პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა

კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების მიზნით, პოლიციამ „ოპერაცია გალია“ დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კატალონიის ყოფილი ლიდერი, კარლეს პუჩდემონი დღეს ესპანეთში დაბრუნდა და ბარსელონაში ასობით მხარდამჭერის წინაშე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასზე ძებნა გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტთან შეკრებილი პუჩდემონის მხარდამჭერების დასაშლელად, პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა.

BBC-ის ცნობით, პოლიცია ქალაქ ბარსელონიდან გასასვლელებს აკონტროლებს და საფრანგეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომობილებს ამოწმებს.

ცნობისთვის, კარლეს პუჩდემონი ესპანეთიდან შვიდი წლის წინ, კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის ორგანიზების შემდეგ გაიქცა. მის მიმართ დაპატიმრების ორდერია გაცემული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები