ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებისთვის, იტალიამ სამუშაო ჯგუფი შექმნა
ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვების მიზნით, იტალიამ სამუშაო ჯგუფი შექმნა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამუშაო ჯგუფი ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან და იტალიის მოქალაქეებთან ერთად დააკვირდება.
შეგახსენებთ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ვენესუელის გენერალური პროკურორის ცნობით, საპროტესტო აქციებზე 17 ადამიანი დაიღუპა.