რუსეთის კურსკის ოლქში, უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაციის გამო, ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასები იზრდება, – ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.
ევროპულ ბირჟებზე საათში 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 39 ევრომდე გაიზარდა, რაც 2023 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ კურსკის ოლქში, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი გრძელდება, თუმცა მიწოდების მოცულობა იკლებს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ქალაქ სუჯაში, გაზის გამანაწილებელი მსხვილი სადგურის სიახლოვეს, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.