მოსკოვის მერი: კურსკში დამატებითი სამედიცინო ჯგუფები გაიგზავნა
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაადასტურა რომ კურსკში დახმარების გასაწევად დამატებითი სამედიცინო ჯგუფების გაგზავნა გახდა საჭირო.
”დამატებითი სამედიცინო ჯგუფები გაიგზავნა კურსკში დახმარების უზრუნველსაყოფად და საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვის საავადმყოფოებში ტრანსპორტირებისთვის,” – განაცხადა მან .
გარდა ამისა, სობიანინის თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად, ხუთი დაშავებული მოსკოვის კლინიკებში განათავსეს. მანვე აღნიშნა, რომ ყველა სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია.