კურსკის რეგიონის ინტერნეტ-არხებზე კიბერ-შეტევა განხორციელდა

ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კურსკის რეგიონის ბევრი ინტერნეტ-რესურსი მიუწვდომელია.

“კურსკის რეგიონის ინტერნეტ-რესურსი დაექვემდებარა “DDOS”-ის (კიბერ-თავდასხმის ერთ-ერთი სახე) შეტევას, რის შედეგადაც, ბევრი სერვერი გათიშული ან მიუწვდომელია.

რეგიონული ციფრული განვითარებისა და კომუნიკაციების სამინისტროს სპეციალისტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე აღადგინონ კურსკის რეგიონის ადმინისტრაციის რესურსების ფუნქციონირება”, – წერია “ტელეგრამზე” გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები