ხან იუნისში, ისრაელის არმიის თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში, ქალაქ ხან იუნისში, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს კარვების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას „ალ-ჯაზირა” ავრცელებს.

ხან იუნისში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, საერთო ჯამში, 18 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის არმიამ ასევე დაბომბა არაბული ანკლავის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები და ქალაქი დეირ ელ-ბალაჰი.

გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 27 ადამიანი ემსხვერპლა.

მოსალოდნელი მასშტაბური ოპერაციის დაწყებამდე ისრაელელმა სამხედროებმა ადგილობრივ მცხოვრებლებს და დევნილ პალესტინელებს ბეიტ ჰანუნისა და ბეიტ ლაჰიას რაიონების დატოვებისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები