“ჰამასის” ლიდერი – “ვერავინ აიძულებს “ჰამასს”, აღიაროს ისრაელი ლეგიტიმურ სახელმწიფოდ

ვერავინ აიძულებს „ჰამასს“, აღიაროს ისრაელი, როგორც ლეგიტიმური სახელმწიფო, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ახალმა ხელმძღვანელმა, იაჰია სინვარმა განაცხადა.

„ჩვენ არასდროს გავწყვეტთ ურთიერთობას ირანსა და სხვა მხარეებთან. ჩვენ ვართ მებრძოლები და რევოლუციონერები, რათა გავათავისუფლოთ პალესტინა, მივცეთ თავისუფლების უფლება ჩვენს ერს.

ჩვენ ვიბრძოლებთ ოკუპანტების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა კანონების შესაბამისად და გავაგრძელებთ ჩვენი სამხედრო ძალების გაძლიერებას ჩვენი ერის დასაცავად. პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების გარეშე ისრაელელი პატიმრები ვერასოდეს გათავისუფლდებიან“, – განაცხადა იაჰია სინვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები