ისრაელმა, პალესტინის ხელისუფლებასთან მომუშავე რვა ნორვეგიელ დიპლომატს, აკრედიტაცია გაუუქმა
ისრაელმა აკრედიტაცია გაუუქმა რვა ნორვეგიელ დიპლომატს, რომლებიც პალესტინის ხელისუფლებასთან მუშაობენ,- ამის შესახებ ინფორმაცია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ნორვეგია ახორციელებს ცალმხრივ პოლიტიკას პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ამიტომ მე გავეცი ბრძანება შეწყდეს პალესტინის ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლობა ისრაელში ნორვეგიის საელჩოს სახელით. ვინც ჩვენს წინააღმდეგ ცალმხრივ პოლიტიკას ატარებს, ფასს გადაიხდის”,- განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა.
ნორვეგიის ელჩი იერუსალიმში საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ დიპლომატებს აკრედიტაცია შვიდ დღეში გაუუქმდებათ, ხოლო ვიზა – სამ თვეში.
„ნაცვლად იმისა, რომ ნორვეგია 7 ოქტომბრის შემდეგ ებრძოლოს პალესტინის ტერორიზმს და მხარი დაუჭიროს ისრაელის ბრძოლას ირანის ბოროტების ღერძთან, მან აირჩია „ჰამასის“, მკვლელებისა და მოძალადეების დაჯილდოება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების სახით “,- განაცხადა კაცმა.