მედია: ირანის პრეზიდენტმა აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, რომ ისრაელზე პირდაპირი თავდასხმა თავიდან აიცილონ
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშკიანმა ქვეყნის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის სთხოვა, თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმისგან. ამის შესახებ ინფორმაციას Iran International-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ხამენეისთან ბოლოდროინდელ შეხვედრაზე, ირანის პრეზიდენტმა ხამენეის მოუწოდა, თავიდან აიცილონ პირდაპირი თავდასხმა ისრაელზე, რათა დაძაბულობის ესკალაცია არასასურველ ომში არ გადაიზარდოს.
ფეზეშქიანის თქმით, ომის გამო, შესაძლოა, მოქალაქეებში უკმაყოფილება გაღრმავდეს და ამან ირანის დაშლაც კი გამოიწვიოს.
ამასთან, ფეზეშკიანმა გააფრთხილა, რომ ისრაელის გადაწყვეტილებამ მკაცრი საპასუხო თავდასხმა განახორციელოს ირანის ინფრასტრუქტურასა და ენერგორესურსებზე, შეიძლება დააზიანოს ირანის ეკონომიკა და პოტენციურად გამოიწვიოს ქვეყნის კოლაფსი.
მიუხედავად სერიოზული გაფრთხილებისა, წყაროების თქმით, ხამენეიმ ფეზეშკიანის შეშფოთებას არც მხარი დაუჭერი და არც შეეწინააღმდეგა.