ირანში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის წინააღმდეგ თავდასხმაში ჩაერთვება, სპარსეთის ყურეში არსებულ აშშ-ის ბაზებს გაანადგურებენ

თუ შეერთებული შტატები ჩაერთვება ირანზე თავდასხმაში, ეჭვი არ შეგეპაროთ, განადგურდება აშშ-ის ბაზები სპარსეთის ყურის რეგიონში და განადგურდება ის რეჟიმები, რომლებიც მასპინძლობენ ამერიკულ ბაზებს“, – ამის შესახებ ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის მრჩეველმა, მოჰამად მარანდიმ “TRT World” -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ირანის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ასეთი სცენარი მსოფლიოს ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს და ყველამ უკვე ნახა, რა ხდება დღეს მსოფლიო საფონდო ბაზარზე.

”ასე რომ, ამერიკელები ჭკვიანურად უნდა მოიქცენ, ძალიან ფრთხილად იყვნენ და დაფიქრდნენ, რას აკეთებენ. ნეთანიაჰუს და მის გარშემო მყოფი ხალხის გარდა, რეგიონში არავის არ სურს ესკალაცია, რომელიც შეიძლება ნიშნავდეს გლობალური ეკონომიკის დასასრულს”, – ხაზგასმით აღნიშნა მარანდიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები