აშშ საბრძოლო თვითმფრინავებს ახლო აღმოსავლეთის ბაზაზე აგზავნის

ირანის მოსალოდნელი თავდასხმის ფონზე ისრაელის დასახმარებლად და აშშ-ის ჯარების დასაცავად, აშშ-მა “USS Theodore Roosevelt”-ის ავიამზიდის დაახლოებით ათი F/A-18 ტიპის ავიაგამანადგურებელი ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზაზე გაგზავნა, – ინფორმაციას ამის შესახებ Times of Israel-ი ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, სამხედრო თვითმფრინავები და „ი-2დი ჰოვქის“ ტიპის სადაზვერვო აპარატი ომანის ყურიდან არაიდენტიფიცირებულ ბაზაზე ჩაფრინდნენ.

ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ესკალაციის საშიშროების ფონზე, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრძანება გასცა რეგიონში სამხედროების გაძლიერების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები