ეუთოში აშშ-ის წარმომადგენლობა: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას

ეუთოში აშშ-ის წარმომადგენლობა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას გმობს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაცია, ისევე როგორც მისი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ ეუთოს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები