ჰასან ნასრალა: ისრაელის მიმართ ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი, ეფექტიანი და ქმედითი

„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა აცხადებს, რომ მათი ერთ-ერთი მეთაურის მკვლელობისთვის ისრაელის მიმართ პასუხი იქნება „ძლიერი და ეფექტური“.

როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ განცხადება ჰასან ნასრალამ სატელევიზიო მიმართვისას გააკეთა.

მისი თქმით, „ჰეზბოლა“ პასუხისთვის შესაბამის მომენტს დაელოდება, თუმცა მის ფორმასა და დროზე არ ისაუბრებს.

როგორც ნასრალამ აღნიშნა, ყველა საერთაშორისო მცდელობა „ჰეზბოლას“ დარწმუნების მიზნით, რომ შურისძიება არ მომხდარიყო, უშედეგო აღმოჩნდა.

„შედეგების მიუხედავად, წინააღმდეგობა საშუალებას არ მისცემს ისრაელის ამ თავდასხმებს უშედეგოდ ჩაიაროს. ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი, ეფექტიანი და ქმედითი“, – განაცხადა ნასრალამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები