ზელენსკი: რუსეთი ვერ შეძლებს, რომ მსოფლიოს მუდმივი ომები დაუწესოს
რუსეთი ვერ შეძლებს, რომ მსოფლიოს ნორმალური ცხოვრების ნაცვლად მუდმივი ქაოსი და ომები დაუწესოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი მეომრების უპირატესობა ოკუპანტთან შედარებით არის ის, რასაც ყველა ერთად მივაღწევთ. ყველა, ვინც უკრაინაში ჩვენი დამოუკიდებლობისთვის მუშაობს. ყველა მსოფლიოში, ვინც ნამდვილად აფასებს საერთაშორისო სამართალს და სურს რაც შეიძლება მალე მიაღწიოს რეალურ, გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას. უკრაინელების მონდომება, გამბედაობა და მხარდაჭერა ახლა – ჩვენი პარტნიორების ჭეშმარიტად გაბედული გადაწყვეტილებები – არის ის, რაც იძლევა იმის გარანტიას, რომ რუსეთი ვერ მიაღწევს წარმატებას მსოფლიოში და ნორმალური ცხოვრების ნაცვლად მუდმივ ქაოსსა და ომებს ვერ დააწესებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ დღეს უმაღლესმა მთავარსარდალმა უკრაინის სარაკეტო პროგრამის დაფინანსების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.