სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონის დე ფაქტო „პრეზიდენტმა“, ასლან ბჟანიამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ სერგეი შამბა მანამდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები