9 დაღუპული და 1 დაშავებული – ფლორიდის შტატში ავტომობილი არხში გადავარდა
ფლორიდის შტატში, პალმ-ბიჩის ოლქში, ავტომობილი არხში გადავარდა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, – ინფორმაციას Abcnews-ი ავრცელებს.
მეხანძრე-მაშველების ცნობით, ადგილზე მისულებს მანქანა ამობრუნებული დახვდათ და წყალში მხოლოდ ავტომობილის ბორბლები ჩანდა.
პოლიციის ინფორმაციით, მანქანაში სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 4 დაღუპული დახვდათ, 6 კი, სხვადასხვა დაზიანებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, საავადმყოფოში კიდევ 5 დაშავებული გარდაიცვალა.