შოიგუ: ივნისის შუა რიცხვებიდან, უკრაინამ 115 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინამ ორ თვეზე ნაკლებ დროში 115 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა.

“მე არც კი ვსაუბრობ ჯავშანტექნიკაზე, რომლის რიცხვიც, ბოლო პერიოდში, 3 ათასზე მეტია”, – თქვა შოუგიმ.

რუსეთის არმიამ უკრაინაში ფრონტის ხაზზე წინ წაიწია და 420 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.

შოიგუს თქმით, კიევს შეეძლო თავიდან აეცილებინა დანაკარგები უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, თუ დააკმაყოფილებდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადებებს.

შეგახსენებთ, 14 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ უკრაინის მხრიდან რიგი პირობები შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები