ამერიკის შეერთებული შტატების კოლუმბიის ოლქის სასამართლომ დაადგინა, რომ Google-მა უკანონოდ შეინარჩუნა მონოპოლიები მრავალ ბაზარზე.
გამოცხადებულ განაჩენში წერია, რომ “გუგლი” მილიარდობით დოლარს უხდიდა ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორებიცაა “სამსუნგი“ და “ეფლი”, რათა მათ მოწყობილობებისთვის “გუგლის” საძიებო სისტემა გამოეყენებინათ.
მსგავსი გარიგებით “გუგლმა” კომპანიებს 26 მილიარდ დოლარამდე თანხა გადაუხადა. მედიის ცნობით ეს 26 წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კორპორაცია “გუგლი” ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დამრღვევად ცნეს.