კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტად მინესოტას გუბერნატორს, ტიმ უოლცს ირჩევს

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურად მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი დაასახელა,- ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

უოლცი მინესოტას გუბერნატორი და დემოკრატი გუბერნატორების ასოციაციას ხელმძღვანელია. მანამდე, 12 წელი მსახურობდა კონგრესში.

„სიენენის“ ინფორმაციით, უოლცი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად გუნდის ფავორიტი იყო. ჰარისი და უოლცი პირველ ერთობლივ წინასაარჩევნო კამპანიას ფილადელფიაში დაიწყებენ და ამ კვირაში სხვა შტატებს ეწვევიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები