ქარიშხალმა ფლორიდაში მოზარდები იმსხვერპლა – მაშველებმა ასობით მოქალაქის გადარჩენა შეძლეს

აშშ-ის შტატ ფლორიდას ტროპიკულმა ქარიშხალმა სახელად “დებიმ” გადაუარა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ქარიშხალი ფლორიდას გამთენიისას დაატყდა თავს. მისი სიჩქარე 130 კმ/ს-ს აღწევდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 12 და 13 წლის მოზარდები.

ასიათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მაშველებმა 700-მდე მოქალაქის გადარჩენა მოახერხეს.

ამერიკის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ფლორიდიდან “დები” ჯორჯიის შტატში გადაინაცვლებს, შემდეგ ატლანტის ოკეანეში, ხოლო სამშაბათს საღამოსთვის მოძლიერდება და სამხრეთ კაროლინას დაატყდება თავს.

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, შტატში დაგეგმილი წინასაარჩევნო შეხვედრა მომხდარის გამო გადადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები