რუსების მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად პოლიკლინიკა დაზიანდა – ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი

ხარკოვზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად პოლიკლინიკის შენობა დაზიანდა, – ამის შესახებ ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა Telegram- ზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.

„ხარკოვის ცენტრზე სარაკეტო დარტყმამ პოლიკლინიკის შენობა დააზიანა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ცნობები ზუსტდება“, – წერს მერი.

ხარკოვის გარნიზონის ხელმძღვანელის, სერხიი მელნიკის თქმით, რუსები სავარაუდოდ ისკანდერის სარაკეტო სისტემას იყენებდნენ.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ამ დროისთვის სამედიცინო დახმარება ორმა ადამიანმა ითხოვა. ამასთან, მისივე თქმით, ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები