„ჰეზბოლამ“ ისრაელზე დრონებით თავდასხმა განახორციელა – დაშავდა ორი ადამიანი
ჩრდილოეთ ისრაელში, „ჰეზბოლას“ მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
დასავლეთ გალილეაში მდებარე არაბულ ქალაქ მაზრააში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე სამხედრო ობიექტები იყო.