მეთიუ მილერი – აშშ ბანგლადეშში დროებითი მთავრობის იდეას მიესალმება

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დროებითი მთავრობა ბანგლადეშში უნდა ჩამოყალიბდეს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ხალხის ნების შესაბამისად.

„ჩვენ გვინდა, რომ ბანგლადეშელმა ხალხმა გადაწყვიტოს ბანგლადეშის მთავრობის მომავალი“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ცნობისთვის, მასშტაბური საპროტესტო ტალღის ფონზე ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები