რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ უკრაინა პუტინის მკვლელობას გეგმავდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, უკრაინის სპეცსამსახურები რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელოუსოვის მკვლელობას გეგმავდნენ.

როგორც რიაბკოვი რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, პუტინზე და ბელოუსოვზე თავდასხმა 28 ივლისს სანკტ-პეტერბურგში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგას ლოიდ ოსტინს დაურეკა და უთხრა, რომ მათთვის უკრაინელების გეგმის შესახებ ცნობილია.

„მოსკოვმა და ვაშინგტონმა ესკალაციის ახალი ფაზის თავიდან აცილება შეძლეს“, – განაცხადა რიაბკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები