ეროვნული ბანკი: ივნისში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები და აშშ წარმოადგენდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ივნისში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 20.9%-ით შემცირდა და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 3.0%-ით 28.2 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

სების ცნობით, წლიურად ფულადი გზავნილების შემცირებას საბაზო ეფექტი და რუსეთიდან ფულადი გზავნილების კლება განაპირობებს.

„ივნისში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 62%-ით, 49 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპით, 22.2%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყირგიზეთი და კანადა, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (35.7%-იანი და 2.1% -იანი მატება, შესაბამისად). კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ივნისში, რეგიონის ქვეყნებიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად 24.9%-ით და 37.4%-ით. აღსანიშნავია, უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება. ივნისში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს, 42.5%-ს ევროკავშირის ქვეყნები, 17.4%-ს რუსეთი და 22.2%-ს აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“,- აღნიშნულია სების ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები