ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების განსახილველად თეთრ სახლში დაბრუნდა
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა, რათა ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილოს.
ამასთან, ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა მეორესაც ესაუბრა, – ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
“პრეზიდენტი ბაიდენი მის უდიდებულესობას, იორდანიის მეფე აბდულა II-ს ესაუბრა. ლიდერებმა განიხილეს რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციის ძალისხმევა, მათ შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების გზით.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მის უდიდებულესობას მეგობრობისთვის და დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა იორდანიის, როგორც პარტნიორისა და მოკავშირის მიმართ რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობაში”,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.