IDF აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ ელიტარული ქვედანაყოფის მეთაური ლიკვიდირებულია

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ელიტარული „რადვანის“ ქვედანაყოფის მეთაური ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, ალი ჯამალ ალ-დინ ჯავადზე თავდასხმა სამხრეთ ლიბანში დრონით განხორციელდა.

ალ-დინ ჯავადის გარდაცვალება თავად „ჰეზბოლამაც“ დაადასტურა, თუმცა მისი წოდების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვით ძალებში აცხადებენ, რომ „რადვანის“ ქვედანაყოფის მეთაურის ლიკვიდაცია მნიშვნელოვანი დარტყმაა „ჰეზბოლას“ შესაძლებლობებზე, განახორციელოს თავდასხმები ისრაელზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები