„ეს არის კრიტიკული მომენტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის“ – მეთიუ მილერი
დიპლომატიური ჩართულობით, შეერთებული შტატები მოუწოდებს ქვეყნებს, უთხრან ირანს, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია მათ ინტერესებში არ შედის, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის კრიტიკული მომენტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის.
„აშშ მოუწოდებს ქვეყნებს, უთხრან ირანს, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია მათ ინტერესებში არ შედის.
კრიტიკული მომენტია რეგიონისთვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მუშაობს დაძაბულობის შესამცირებლად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმის შესახებ აცნობათ.