უკრაინაში, FSB-სთან თანამშრომლობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს
უკრაინაში, FSB-სთან თანამშრომლობის ბრალდებით 9 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახური და ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის (SBU) კონტრდაზვერვამ რუსეთის FSB-ის სადაზვერვო ქსელი გაანეიტრალა, რომელიც რაკეტების, ბომბების და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, რუსეთის ჯარს უკრაინაზე თავდასხმების მოსამზადებლად ინფორმაციას აწვდიდა.
მათ დნიპროს, ზაპოროჟიესა და სუმის, ასევე დონეცკის, ოდესასა და კიროვოგრადის ოლქებში ცხრა ადამიანი დააკავეს. ისინი საომარი მდგომარეობის დროს ჩადენილ სახელმწიფო ღალატში არიან ეჭვმიტანილები.
დაკავებულებს ქონების ჩამორთმევა და უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.