ერდოღანი სოციალურ მედია კომპანიებს „ციფრულ ფაშიზმში“ ადანაშაულებს

Turkey's President Tayyip Erdogan addresses the 78th Session of the U.N. General Assembly in New York City, U.S., September 19, 2023. REUTERS/Brendan McDermid/File Photo

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აკრიტიკებს სოციალური მედიის კომპანიებს და ამტკიცებს, რომ ისინი ცდილობენ პალესტინელი ხალხის ხმის ჩახშობას.

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამსახურმა 2 აგვისტოს აკრძალა ინსტაგრამზე წვდომა. მთავრობის წარმომადგენლების ინფორმაციით, აკრძალვა დაწესდა იმის გამო, რომ ინსტაგრამი არ დაემორჩილა თურქეთის რეგულაციებს.

როგორც თურქეთში ამტკიცებენ, Instagram-მა დაბლოკა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის პოსტები.

„ჩვენ ვდგავართ ციფრული ფაშიზმის წინაშე, რომელსაც არ აქვს ტოლერანტობა თუნდაც პალესტინელი მოწამეების ფოტოების მიმართ და დაუყოვნებლივ კრძალავს მათ. ისინი მიმართავენ ყველა საშუალებას ისრაელის სისასტიკის დასამალად და პალესტინელი ხალხის ხმის ჩასახშობად“, – აღნიშნა ერდოღანმა.

აღსანიშნავია, რომ დასავლელი მოკავშირეებისგან განსხვავებით, თურქეთი არ მიიჩნევს ჰამასს ტერორისტულ ორგანიზაციად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები