აშშ “ტიკტოკს” ბრალად სდებს ბავშვთა მონაცემების უკანონო შეგროვებას და მშობლების მოთხოვნების უგულებელყოფას

აშშ-ის მთავ­რო­ბამ TikTok-ის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ას ბრა­ლად ედე­ბა ბავ­შვთა მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნო შეგ­რო­ვე­ბა და უმოქ­მე­დო­ბა მშობ­ლე­ბის მცდე­ლო­ბებ­ზე, რო­დე­საც ისი­ნი თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის ან­გა­რი­შე­ბის წაშ­ლას ცდი­ლო­ბენ, – ამის შესახებ CNN-ი წერს.

ქვეყნის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ის პრაქ­ტი­კა ბავ­შვთა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მას­შტა­ბურ ხელ­ყო­ფას ასახავს.

მათივე თქმით, ეს იმ კა­ნო­ნე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბით ხდე­ბა, რომ­ლე­ბიც ონ­ლა­ინ კომ­პა­ნი­ე­ბის­გან 13 წლამ­დე ასა­კის პირ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა­ზე მშობ­ლე­ბის თან­ხმო­ბას მო­ი­თხოვს.

TikTok-მა ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო.

კომ­პა­ნი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ შლის არას­რულ­წლო­ვა­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ან­გა­რი­შებს და ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და­ნერ­გა უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა ეკ­რან­თან გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის შე­ზღუდ­ვე­ბი და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის­თვის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის და­მა­ტე­ბი­თი დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მი.

“ამ ბრალ­დე­ბებს არ ვე­თან­ხმე­ბით. მათ­გან ბევ­რი წარ­სულ მოვ­ლე­ნებს და პრაქ­ტი­კას შე­ე­ხე­ბა, რომ­ლე­ბიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ზუს­ტია ან უკვე მოგ­ვა­რე­ბუ­ლია.

ჩვენ ვა­მა­ყობთ ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვით ბავ­შვთა დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და გან­ვაგ­რძობთ პლატ­ფორ­მის გა­ნახ­ლე­ბა­სა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას”, – გა­ნა­ცხა­და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

TikTok-ი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია პლატ­ფორ­მაა, რო­მელ­საც, მა­თი­ვე ცნო­ბით, გლო­ბა­ლუ­რად 1 მი­ლი­არ­დზე მეტი, ხოლო აშშ-ში – 170 მი­ლი­ონ­ზე მეტი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს.

Pew Research-ის გა­მო­კი­თხვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 13-17 წლის ამე­რი­კე­ლი მო­ზარ­დე­ბის 60%-ზე მეტი აღ­ნიშ­ნულ პლატ­ფორ­მას იყე­ნებს, მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მეტი კი – TikTok-ზე ყო­ველ­დღი­უ­რად შე­დის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები