ისრაელის თავდაცვის მინისტრი – “ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის”

ქვეყანაში ირანისა და “ჰეზბოლას” მოსალოდნელი თავდასხმისა და დაძაბულობის ფონზე, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი თელ-ავივში ისრაელის საჰაერო ძალების მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრს ეწვია, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩვენი მტრები თავიანთ ნაბიჯებს ყურადღებით განიხილავენ. ამიტომ, ჩვენ ყველა შესაძლებლობისთვის უნდა მოვემზადოთ, მათ შორის, შეტევაზე სწრაფი გადასვლისთვის“, – განაცხადა იოავ გალანტმა.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა ისრაელის საჰაერო ძალების მზადყოფნისა და შეტევითი პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

“გალანტი აკვირდებოდა შეიარაღებული ძალების მზადებას უსაფრთხოების მოვლენების გათვალისწინებით, ისევე, როგორც შეტევითი მოქმედებების შესაძლებლობებს ყველა საბრძოლო სექტორში”,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები