კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ხვალ წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული“ პარტიიდან, კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს 6 აგვისტოს წარადგენს, – ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰარისი უკვე ამთავრებს გასაუბრებებს ვიცე-პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებთან და შემდეგი 24 საათის განმავლობაში თავის გადაწყვეტილებას ამომრჩევლებს გააცნობს.

ჰარისმა გამოკითხა ბოლო სამი კანდიდატი – მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი, პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო და არიზონას სენატორი მარკ კელი – სავარაუდოა, რომ სწორედ კანდიდატებიდან შეარჩევს ჰარისი ვიცე-პრეზიდენტს.

სავარაუდოდ, ვიცე-პრეზიდენტის წარდგენა ვიდეო მიმართვით მოხდება, როგორც თავის დროზე, 2020 წელს, ეს ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა, როცა თავად ჰარისი წარადგინა კანდიდატად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები