ბანგლადეშიდან პრემიერის გაქცევას მისი თანაშემწე ადასტურებს – ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება

ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.

ამ ეტაპზე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას.

ბანგლადეშის არმიის მეთაურმა დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა რამდენიმეკვირიანი არეულობის შემდეგ გადადგა. მისი თანაშემწე ამბობს, რომ ის დედაქალაქიდან, დაკადან, ვერტმფრენით გაიქცა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერის რეზიდენციასთან არიან შეკრებილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის შენობა გაძარცვეს.

შეგახსენეთ, სამთავრობო სამუშაო ადგილების კვოტირების გამო გასულ თვეში დაწყებული დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით არეულობაში გადაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები