ილია სულამანიძე: ჩემზე მეტად არავის არ სტკივა გული, გამოვასწორებ, დანებებას არ ვაპირებ
ქართველმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მოპოვების შემდეგ Crystalsport-თან კომენტარი გააკეთა.
სპორტსმენმა გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს.
„ძალიან მობილიზებული ვიყავი, ასე არასდროს არ ვყოფილვარ. არცერთ შეჯიბრზე არ ვყოფილვარ ასეთ ფორმაში, ასეთი განწყობით. ჩემზე მეტად არავის არ სტკივა გული ახლა, ამ მომენტში. მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ბავშვობიდან, ჩემს მშობლებს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო, ჩემს მწვრთნელებს, ყველას, ვინც მხარში მედგა, ძალიან დიდი მადლობა მათ. გამოვასწორებ, დანებებას არ ვაპირებ, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა ილია სულამანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე ოქროს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა.