“ანკარაში შვიდი სხვადასხვა ქვეყნის ციხიდან 26 ადამიანი გავცვალეთ, პატიმრები არიან აშშ-დან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვენიიდან, ნორვეგიიდან, რუსეთიდან და ბელორუსიიდან”,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
“ათი ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანი, გადაიყვანეს რუსეთში, 13 პატიმარი გერმანიაში და სამი აშშ-ში”,- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
პატიმრების გაცვლა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მოხდა და ამ პროცესს კოორდინაცია თურქეთის დაზვერვის სამსახურმა გაუწია, რადგან ნატოს წევრი თურქეთი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მჭიდრო სამუშაო ურთიერთობის გამო.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა გაათავისუფლა „ვოლ სთრით ჯორნალის“ ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი, ყოფილი საზღვაო ქვეითი, პოლ ვილანი, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, ალსუ კურმაშევა, კრემლის ოპონენტი, ვლადიმირ ყარა-მურზა, რუსი დისიდენტი, ილია იაშინი და უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი.