CNN: ირანი „ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის მკვლელობისთვის შურს იძიებს – ირანის პარლამენტის სპიკერი

ისრაელის რეჟიმი ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის „მძიმე ფასს“ გადაიხდის,- ირანის პარლამენტის სპიკერმა, მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა ეს განცხადება „ჰამასის” პოლიტბიუროს უფროსის, ისმაილ ჰანიეს დაკრძალვის ცერემონიაზე გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ისრაელის რეჟიმის ნაბიჯი ირანსა და ლიბანში მეთაურების მოკვლაზე მისი სისუსტის შედეგია და ამგვარი ტერორის აქტები ირანს ხელს ვერ შეუშლის.

”ჩვენი მოვალეობაა რეაგირება სწორ ადგილას და საჭირო დროს”, – განაცხადა მოჰამედ ბაგერ ყალიბაფმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები