Reuters: მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა
ქვეყნის პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით Reauters-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რუსეთის ფედერაციის ელჩი, ოლეგ ვასნეცოვი, საგარეო საქმეთა სამინისტროში 1 აგვისტოს დაიბარეს, ის მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულეს და „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს.
“გადაწყვეტილება მიღებულ იქნა განხორციელებული კონკრეტული ქმედებების ფონზე, რის შედეგადაც მოპოვებული იქნა ინფორმაცია და მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიაზე (რუსი დიპლომატის მიერ) დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას, კერძოდ მან ინფორმაციის მიღების მიზნით, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო გამოყენებული ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ, კიშინიოვიდან ორი თანამდებობის პირი დაკითხა“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ოლეგ ვასნეცოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მოლდოვას აღნიშნულ ქმედებაზე პასუხს გასცემს, რადგან მათი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევებას “არამეგობრულად” მიიჩნევს.
მოსკოვმა გააკრიტიკა მოლდოვას მიერ გამოცხადებული ახალი ღალატისა და შეთქმულების საქმე და აღნიშნულს მოლდოვაში ხელოვნურად გამყარებული ანტირუსული განწყობების კიდევ ერთ გამოვლინებას უწოდა.