დიდი ბრიტანეთის პრემიერი მკვლელობების შემდეგ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით პოლიციის უფროსებს შეხვდება

საუთპორტში მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებულ პროტესტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიციის ხელმძღვანელობას შეხვდება, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ოფისი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია, შესთავაზოს პოლიციელებს მთავრობის სრული მხარდაჭერა ქუჩებში ექსტრემალური ძალადობის და საზოგადოებრივი არეულობის მრავალი გახმაურებული ინციდენტის შემდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული, დამნაშავეები, რომლებიც გამოიყენებენ ამ უფლებას სიძულვილის დათესვისა და ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად, კანონის მთელი ძალის წინაშე აღმოჩნდებიან“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

მათი ცნობით, არეულობა მას შემდეგ მოხდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ ეჭვმიტანილი რადიკალი ისლამისტი მიგრანტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები