ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია: 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

2024 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით წლევანდელი წლის ორ კვარტალში შემოსავლებმა 1.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2024 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს +30.4%-ით (442 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2023 წლის მონაცემებს +5.2%-ით (94 მლნ. აშშ. დოლარით).

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა ევროპის ქვეყნებიდან.

2024 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

I-II კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან შემოსავლებმა 246 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და 2019 წელთან შედარებით +30.6%-ით გაიზარდა (58 მლნ აშშ დოლარით), 2023 წელთან შედარებით კი +14.2%-ით (31 მლნ აშშ დოლარით)“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები