ინდოეთში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა
ინდოეთში მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 194-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას The Canberra Times-ი ავრცელებს.
მაშველები მესამე დღეა ტალახსა და ნამსხვრევებში კიდევ ეძებენ 180-ზე მეტ დაკარგულს ადამიანს.
თითქმის 40 ცხედარი იპოვეს მთავარი მეწყერის ადგილიდან 30 კილომეტრში. ასევე ამოღებულია დაღუპულთა სხეულის სხვადასხვა ნაწილები.
ინფორმაციისთვის, ინდოეთის კერალას შტატში ძლიერი წვიმებით გამოწვეული მეწყერი სამშაბათს ჩამოწვა.