ზელენსკი: მთელ მსოფლიოს სურს, რომ რუსეთი მომავალ სამშვიდობო სამიტზე იხილოს, ჩვენ წინააღმდეგი ვერ ვიქნებით

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას და მთელ მსოფლიოს სურს, რუსეთმა მონაწილეობა მიიღოს გლობალურ ფორუმებში, რომლებიც მიზნად ისახავს უკრაინაში გამწვავებული კონფლიქტის დასრულებას.

„მსოფლიოს უმრავლესობა დღეს ამბობს, რომ რუსეთი მეორე სამიტზე უნდა იყოს წარმოდგენილი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივაღწევთ მნიშვნელოვან შედეგებს.

რადგან მთელ მსოფლიოს სურს, რომ ისინი მაგიდასთან იყვნენ, ჩვენ არ შეგვიძლია ამის წინააღმდეგი ვიყოთ“, – განუცხადა მან AFP-ს და სხვა ფრანგულ მედიას დასავლეთ უკრაინაში ინტერვიუს დროს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ის ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს, თუ კიევი ფაქტობრივად დათმობს ტერიტორიას, რომელსაც მოსკოვი თავის საკუთრებად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში, შვეიცარიაში 90-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და მაღალი თანამდებობის პირი შეიკრიბა, რომ უკრაინაში გამწვავებული კონფლიქტის დასრულების გზებზე ემსჯელათ. ამ ქვეყნებს შორის არ ყოფილა რუსეთი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები